,,ბედნიერება მაშინაა სრულყოფილი, როცა სხვას უზიარებ,” - ამ მოტივით ქუთაისში მეთოთხმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბანკეტზე უარი თქვეს.
ოცდაერთმა გოგო-ბიჭმა ასევე უარი თქვა ფერად-ფერად სამოსზე, წვეულებაზე, ფოიერვერკზე და ბოლო ზარიც ზესტაფონის ბავშვთა დღის ცენტრში აღნიშნეს.
ვიგრძნობდი,” - ამბობს ნაზი ბალანჩივაძე, რომელმაც კლასელების მსგავსად არჩევანი 40 ბავშვისთვის სიხარულის მინიჭებაზე გააკეთა.
მე 12 - ა კლასის მოსწავლეები ბავშთა სახლში სტუმრობისთვის ორი კვირა ემზადებოდნენ: ერთმანეთში თანხას კრებდნენ, საჩუქრებს, ტკბილეულს და ტანსაცმელს არჩევდნენ.
,,ყველა ველოდით ამ დღეს. ბოლოს ერთ დიდ ავტობუსში მოვთავსდით და ასე ჩავედით ზესტაფონში პედაგოგებთან ერთად. ჩვენი სტუმრობით ეს ბავშვები ისეთი ბედნიერები იყვნენ, რომ არასოდეს დამავიწყდება მათი ვარსკვლავებიანი თვალები,” - ამბობს კურსდამთავრებული მარი მესხორაძე.
არც ვარსკვალვთვალებიანები აღმოჩენილან ცუდი მასპინძლები და მოსწავლეებისთვის საჩუქრები დაუხვედრებიათ - გულის ფორმებად ამოჭრილ ფურცლებზე დაწერილი კეთილი სურვილები.
,,გვთხოვეს რომ ეს ბარათები შევინახოთ და როცა მათთან მივალთ ხოლმე
მივიტანოთ. ჩვენც შევთანხმდით, რომ აუცილებლად შევინახავთ ამ წერილებს
და ბავშვებს ხშირადაც ვინახულებთ, ” - ამბობს კურსდამთავრებული
ნაზი ბალანჩივაძე.
,,ერთად ვცეკვავდით პატარებიც და დიდებიც. ყველაფერი მართლა საოცრებას
გავდა," - ამბობენ სკოლის მოსწავლეები.
როგორც დღის ცენტრის ხელმძღვანელი, ჟანა ფერაძე ამბობს სკოლის
მოსწავლეების მიერ მოწყობილი აქცია ბავშვებისთვის ზღაპრულ წვეულებად
იქცა, სადაც ზღვა ემოცია, სიყვარული და ბედნიერება
მიიღეს.
"ცენტრში ხშირად გვსტუმრობენ, თუმცა ეს იყო უჩვეულო პრეცედენტი,
როდესაც სკოლადამთავრებულებმა მომავალი ცხოვრების დასაწყისი ჩვენ
გაგვიზიარეს. ბავშვებიც მოუთმენლად ელოდნენ მათ მოსვლას და თვითონ
გეგმავდნენ როგორ დახვედროდნენ. ამზადებდნენ ბარათებს, სწავლობდნენ
ლექსებს. ბოლოს ცაში ბუშტების გაშვება დაგეგმეს სიხარულის ნიშნად.
საბოლოო ჯამში, ძალიან ამაღელვებელი იყო ეს შეხვედრა," - ყვება ჟანა
ფერაძე.
როგორც მე - 12 ა კლასის დამრიგებელი ნანა გოგოლაშვილი ყვება ეს არ
არის ერთადერთი ღონისძიება, რომელიც მისი კლასის მოსწავლეების
ორგანიზებით მოეწყო.
,,სხვა დროსაც აწყობდნენ ბავშვები ასეთ აქციებს. ერთხელ სოფელ
მაღლაკში წავედით და სოციალურად დაუცველ ოჯახს მათთვის საჭირო ნივთები
ჩავუტანეთ. თავად მოსწავლეები იყვნენ ამ ყველაფრის ინიციატორები, ჩვენ
კი მათ ვეხმარებოდით" - ამბობს ნანა გოგოლაშვილი.
თავად მოსწავლეები გვიხსნიან, რომ მათი გადაწყვტილების მიზანია სიკეთე
კიდევ უფრო გადამდები გახადონ.
"რადგან ბედნიერება ნამდვილად გაზიარებული ქმედებაა," - ამბობს მარიამ
გულიაშვილი, რომელმაც თანატოლებთან ერთად ბოლო ზარი
ქველმოქმედებად აქცია.
მასალის გამოყენების პირობები