პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წყალტუბოში მიმდინარე ფორუმზე NDI
-ს მიერ ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიმართ ნდობის საზომი არჩევნებია. "როდესაც
ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ
უნდა მისცეს თავს იმის უფლება, თქვას, რომ ის არის ბოლომდე
წარმატებული, სანამ ჩვენ ორი ყველაზე მტკივნეული პრობლემა გადაუჭრელი
გვაქვს, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. რაც შეეხება, ნდობის საკითხს,
ყველაზე კარგი და გამჭვირვალეა არჩევნები, რომელიც რამდენინე დღის წინ
იყო და შედეგი ყველამ დავინახეთ", - განაცხადა მამუკა
ბახტაძემ.
პრემიერმა დღესვე ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა.
პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან ერთად წყალტუბოში რეგიონულ ფორუმს
ესწრება.
მასალის გამოყენების პირობები