წყალტუბოში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და
პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ელოდებიან.
ქვეყნის პირველი პირები წყალტუბოს რეგიონულ ფორუმზე დასასწრებად
ეწვევიან.
"სახელმწიფოს და ადგილობრივი ხელისუფლების დიალოგი" - ასე ქვია
ფორუმს, სადაც საუბარი შეეხება რეგიონებში არსებულ ეკონომიკურ
გამოწვევებს, მათ პოტენციალს და ამ პოტენციალის საერთო ეკონომიკური
სისტემაში ჩართვის გზებს.
ფორუმზე დასასწრებად მიწვეულნი არიან პარლამენტის დეპუტატები, ხუთი
სამინისტროს მინისტრის მოადგილე, გუბერნატორები და მერები.
ფორუმზე სიტყვით წარსდგება ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე,
რომელიც ქუთაისის საინვესტიციო პოტენციალს შეაფასებს. ფორუმს ასევე
დაესწრებიან ბიზნესმენები და პოტენციური ინვესტორები.
ორგანიზატორთა თქმით, ფორუმის ჩატარების ადგილად წყალტუბო მისი
განსაკუთრებული პოტენციალის გამო შეირჩა.
რეგინული ფორუმი 2018 წელს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტის მიერ შეიქმნა და ის მეოთხედ ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები