ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, იმერეთის ოთხ
მუნიციპალიტეტში გამართულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში
"ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ცესკოს მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა:
ზესტაფონის მაჟორიტარული ოლქი: "ქართული ოცნების"
კანდიდატი ნუგზარ ფერაძე - 69.71%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- გაერთიანებული ოპოზიცია - გაგა ლაბაძე 29.84%.
წყალტუბოს მაჟორიტარული ოლქი: "ქართული ოცნების"
კანდიდატი ომარ სინაურიძე - 78.41%, "ევროპული საქართველო -
მოძრაობა თავისუფლებისთვის", ზაურ ქაშიბაძე - 19.72%
ჭიათურის მაჟორიტარული ოლქი: "ქართული ოცნება",
თეიმურაზ ჭუმბურიძე - 46, 82%, ენმ - ილიკო ჩიკვილაძე - 27%.
ტყიბულის მაჟორიტარული ოლქი: რომან მაწკეპლაძე - 63,
23%, დავით ლომიძე - 28, 68%.
მასალის გამოყენების პირობები