ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გიორგი გოგლიჩიძე ეტლით
მოსარგებლეა. თუმცა, მუნიციპალიტეტის სამსართულიანი შენობა შშმ
პირებისთვის არაადაპტირებულია.
შენობას პანდუსი მხოლოდ შესასვლელში აქვს.
"ამ დროისთვის მერი მხოლოდ პირველ სართულზე შეძლებს გადაადგილებას.
მაგრამ დაგეგმილია შენობაში ლიფტის მოწყობა და ადაპტირებული გარემოს
შექმნა. ეს კეთდება არა მხოლოდ ქალაქის მერისთვის, არამედ,
ეტლით მოსარგებლე ნებისმიერი მოქალაქისთვის", – განმარტავენ
ზესტაფონის მერიის პრესამსახურში.
თუმცა, რა თანხა დაჯდება ადმინისტრაციულ შენობაში ადაპტირებული
გარემოს შექმნა და რა ვადებშია დაგეგმილი ლიფტის მოწყობა,
უცნობია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზესტაფონის მერობის
არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა, გიორგი
გოგლიჩიძემ (50,75%) გაიმარჯვა.
მასალის გამოყენების პირობები