21 მაისს წყალტუბოში საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს
ელოდებიან.
სალომე ზურაბიშვილი და მამუკა ბახტაძე პარლამენტის რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით დაგეგმილ
ფორუმს დაესწრებიან.
სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის
ფორუმზე, ასევე, მიწვეულნი არიან პარლამენტარები, სამინისტორების
წარმომადგნელენი, მუნიციპალიტეტების მერები, გუბერნატორები და
მსხვილი ბიზნეს კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში
ან გააჩნიათ ბიზნეს ინტერესი ქვეყნის მიმართ.
ფორუმი ერთდღიანია და ის წყალტუბოში, ლეჯენდს წყალტუბო სპა რეზორტში
(ყოფილი სამხედრო სანატორიუმი) გაიმართება.
სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
ინიციატივით, 2018 წელს დაარსდა.
კომიტეტის თავმჯდომარეს, ზაზა გაბუნია ქუთაისიპოსტთან საუბარში
ამბობს, რომ წყალტუბოში დაგეგმილ ფორუმზე საუბარი იქნება
რეგიონალურ პოლიტიკაზე, მუნიციპალიტეტების შემოსავლების ზრდასა
და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დეცენტრალიზაციის
კონტექსტში იქნება განხილული.
"ფორუმზე განიხილება თუ რა სირთულეები და რა შესაძლებლობები გააჩნია
რეგიონებს. წყალტუბო ამის კარგი მაგალითია. მუნიციპალიტეტი მხოლოდ
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ვერ განვითარდება, მას
უნდა გააჩნდეს საკუთარი შემოსავლები. წყალტუბოში არსებობს ქონება,
რომლის გამოყენება მნიშვნელოვანია ქალაქის ეკონომიკის
წინსვლისთვის. სწორედ ამ საკითხების განხილვა და მათზე დისკუსიაა
ფორუმის ამოცანა"- ამბობს ზაზა გაბუნია.
წყალტუბოში დაგეგმილი შეხვედრა რიგით მეოთხე ფორუმია. წელს პირველად,
ფორუმში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელების
გარდა, კერძო სექტორი მონაწილეობს.
მასალის გამოყენების პირობები