ზესტაფონში, სოფელ ფუთში N53 - ე უბნის დატოვებაში კომისიის
წევრს ადანაშაულებენ.
უბნის დატოვების ფატზე, "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის"
დამკვირვებელი, ნათია მაღრაძე საუბრობს.
"კომისიის წევრი დასეირნობდა ქალაქში, შემდეგ მე მივასწარი უბანზე და
მიმტკიცებდა არ ვყოფილვარ გასულიო.
დავწერე უკვე საჩივარი, თუმცა რეაგირება არაფერი მოჰყოლოა და ლონგინოზ
ჩხეიძე ისევ რჩება საარჩევნო უბანზე", - ამბობს დამკვირვებელი ნათია
მაღრაძე.
თავად ლონგილოზ ჩხეიძე მაღრაძეს ბრალდებებს უსაფუძვლოს
უწოდებს.
ზესტაფონში მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.
მერობისთვის მუნიციპალიტეტში 16 კანდიდატი იბრძვის.
ზესტაფონის გარდა რიგგარეშე არჩევნები ჭიათურაში,
მარნეულში, ზუგდიდსა და ხულოში ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები