ზესტაფონში 26-ე საარჩევნო უბანზე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კოორდინატორი დააკავეს.
"კომისიის თავმჯდომარემ შენიშვნა მისცა ჩემი მხარდასაჭერი მაისურის გამო კოორდინატორს და თითქოს ამაზე დაიწყო კამათი, სინამდვილეში კაპანაძემ სიებში მკვდარი სულები აღმოაჩინდა რაც კანონდარღვევაა," - აცხადებს წულაია.
წულაიას ბრალდებებს უარყოფს N 26 -ე საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე.
როგორც იზა ღიბრაძე ამბობს, შენიშვნა მხოლოდ მაისურს ეხებოდა, რაზეც
სპარტაკ კაპანაძემ აგრესია გამოიჩინა, ყვიროდა და კომისიამ სწორედ
ამის გამო გამოიძახა პოლიცია.
მისივე თქმით კოორდინატორმა წინააღმდეგობა პოლიციასაც გაუწია, რის
გამოც ის დააკავეს.
ზესტაფონში მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.
მერობისთვის მუნიციპალიტეტში 16 კანდიდატი იბრძვის.
ზესტაფონის გარდა რიგგარეშე არჩევნები ჭიათურაში,
მარნეულში, ზუგდიდსა და ხულოში ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები