12 საათის მონაცემებით ზესტაფონში საკუთარი არჩევანი 9 048
ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც
საერთო ამომრჩევლის 16, 47% - ია.
ზესტაფონის N 51 - ე საოლქო საარჩვენო კომისიის თავჯდომარის
მოვალეობის შემსრულებლის ქეთევან ვაშაყმაძის განმარტებით, ამომჩევლთა
აქტივობა ნორმალურია.
ოლქში ამ დრომდე ორი საჩივარია დარეგიატრირებულია, რომელიც პროცედურულ
დარღვევებს უკავშირდება.
ზესტაფონში სულ 54 943 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ზესტაფონში მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.
მერობისთვის მუნიციპალიტეტში 16 კანდიდატი იბრძვის.
ზესტაფონის გარდა რიგგარეშე არჩევნები ჭიათურაში,
მარნეულში, ზუგდიდსა და ხულოში ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები