ტყიბულში #1 საჯარო სკოლის 16 მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეექვსე კლასის მოსწავლეებს სიწითლე, გამონაყარი, ქავილი,
თავბრუსხვევა და სუნქთვის გაძნელება აღენიშნებოდათ.
როგორც კლინიკაში ამბობენ, მოზარდებს დაუდგენელი ალერგიის
ნიშნები ჰქონდათ.
"მოსწავლეები შემოვიდნენ დაუდგენელი ალერგიით. როგორც გვითხრეს იატაკს
ამუშავედბდნენ სპეციალური ხსნარით და ამის შემდეგ დაეწყოთ ეს ნიშნები,
თუმცა, სკოლის დირექტორი აცახდებს, რომ ადრეც იგივე ხსნარს
იყენებდნენ. ვერ გეტყვით რას შეიძლებოდა ეს გამოეწვია", -ამბობს
ტყიბულის რეგიონული საავადმყოფოს ხელმძღვანელი, იური ელიაშვილი.
მისი თქმით, პაციენტებს უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა.
ყველა მათგანი დღესვე გაეწერება სახლში, თუმცა, მოზარდებზე
დაკვირვება გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები