საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით ჭოგნარში
ნაგავსაყრელის მსენებლობა შეჩერებულია.
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორის
მრჩეველი ხათუნა ჩიკვილაძე ამბობს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს
ალტერნატიული ფართის ძიება.
,,ჩვენ გავითვალისწინოთ მოსახლეობის ინტერესები," - ამბობს ხათუნა
ჩიკვილაძე.
მისივე თქმით, ალტერნატიული ადგილის შერჩევისთანავე საზოგადოებას
ინფორმაციას გააცნობენ.
ჭოგნარის მცხოვრებლები ნაგავსაყრელის მშენებლობის წინააღმდეგ
საპროტესტო
აქციებს პერმამენტულად მართავდენ.
ადგილობრივების პროტესტის მიზეზი ის გახლდათ რომ, მათი აზრით
ნაგავსაყრელი დააბინძურებდა ჰაერს და სოფლის წყაროებს.
თერჯოლის სოფელ ჭოგნარში 36 ჰა მიწის ფართობზე რეგიონული
ნაგავსაყრელის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დაიგეგმა,
ევროსტანდარტების მქონე ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც
იმერეთთან ერთად, რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს
მოემსახურებოდა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.
სოფელ ჭოგნარში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობა გასულ 2018 წელს
მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში არსებული
ნაგავსაყრელი დაიხურება.
მასალის გამოყენების პირობები