19 მაისის რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა
დაიწყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ 370 300
ბიულეტენი დაიბეჭდება.
აქედან 39 500 საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის
იბეჭდება, 19 750 - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის,
ხოლო 311 050 მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის.
ბიულეტენები მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის, ასევე დაიბეჭდება
აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
საოლქო საარჩევნო კომისიებმა ბიულეტენების უბნებზე მიწოდება
კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა უზრუნველყონ.
მასალის გამოყენების პირობები