ახალი ამბები
კაფე "სავანემ " ქუთაისის მერიას სასამართლო დავა მოუგო
FaceBook
კაფე "სავანემ " რომელიც ქუთაისის მერიამ  კაფის ტერიტორიაზე მაგიდებისა და სკამების განთავსების გამო 2000 ლარით დააჯარიმა, სასამართლო პროცესი მოიგო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მალხაზ ჩუბინიძემ,   კაფის მეპატრონეების დაჯარიმებას მერიის მიერ მათ მიმართ შურისძიება უწოდა და განაცხადა, რომ მერიამ ჯარიმა არამართლზომიერად გამოწერა.

"მერიის მხრიდან ეს გავდა შურისძიებას, რადგან ეს უფრო იყო გარევაჭრობის შესახებ კანონის დარღვევა და არა საზოგადოებისთვის ბარიერის შექმნა. მით უფრო, რომ არც ერთ მოქალაქეს მერიაში ამის შესახებ საჩივარი არ შეუტანია", - განაცხადა მალხაზ ჩუბინიძემ.

კაფე "სავანეს" ადვოკატი ნინო მეფარიშვილი ამბობს, რომ მერიას  მათი დასჯა ჰქონდა გადაწყვეტილი, რადგან  "სავანე" მასთან სამართლებრივ დავაში იმყოფება. ამ მიზნით მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინეს  არა გარევაჭრობის შესახებ კანონის დარღვევის მუხლით, რომელიც 30-დან 50 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, არამედ, საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის გამო, რაც 2000 ლარიან ჯარიმას გულისხმობს. 

სხდომას არ დაესწრო ქუთაისის მერიის წარმომადგენელი.



კაფე "სავანე" და ქუთაისის მერია 2002 წლიდან სასამართლო დავაში არიან.

კაფის მეპატრონეები აცხადებენ, რომ მერია მათ იმ მიწის ნაკვეთს ედავება, რომელიც 1995 წელს შეისყიდეს.

ქუთაისის მერიაში კი  ამბობენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი "სავანესი" ვერასდროს იქნებოდა, რადგან ის სკვერის ნაწილია.




ამავე თემაზე:


საკადასტრო რუკიდან გამქრალი შენობა -ართმევენ თუ არა „სავანეს“ ქონებას?!

"აქ მოვედით ბამბუკებით და არა გვირილებით "- კაფე "სავანეს " პროტესტი


კაფე, რომლის მეპატრონეები, მერიას ობიექტის წართმევაში ადანაშაულებენ, დაიკეტა

ქუთაისში კაფეს მეპატრონეები მერიას ობიექტის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებენ

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.