ახალი ამბები
რა შემთხვევაში შეძლებთ მოსწავლის ექსკურსიაზე წაყვანას – სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს
FaceBook

არდადეგები ახლოვდება და სკოლებში ექსკურსიებისთვის მზადება დაიწყეს.

გასული წლიდან ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირება გარკვეულ რეგულაციებშია მოქცეული, რომლის შესრულებაც ყველა სასწავლო დაწესებულებისთვის სავალდებულოა. ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებას არეგულირებს „ბავშვთა უფლებების კოდექსიც“, თუმცა, კანონპროექტი პარლამენტში ჯერ განხილვის სტადიაშია და ძალაში შესული არ არის.

 

რაც შეეხება კონკრეტულად სამინისტროს რეკომენდაციებს, გთავაზობთ 11-ვე პუნქტს, რომელიც მშობლებმაც და სასწავლო დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ:

1.ტრანსპორტირება – განხორციელდეს იმ ოფიციალური გადამზიდავების (მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირის) მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ ტექდათვალიერება;

2.სატრანსპორტო საშუალება დაზღვეული უნდა იყოს (ჰქონდეს მგზავრების დაზღვევა);

3.სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰყავდეს კვალიფიციური (შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე) მძღოლი;

4.გადამზიდავი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას მგზავრობის უსაფრთხოებაზე და ტრანსპორტის გამართულობაზე და ტექნიკური გამართვიანობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარუდგენს სკოლის ადმინისტრაციას;

5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის უზრუნველყოფილ იქნეს ტრანსპორტირება მათი საჭიროების გათვალისწინებით;

6. იმ შემთხვევაში, თუ  ერთდროულად გადაადგილდება რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც განთავსებული არიან არასრულწლოვანები, კოლონას წინ უნდა უძღოდეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ხოლო კოლონაში არსებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე მითითებული იყოს ნიშანი ,,ბავშვები“;

7. მიზანშეწონილია ღონისძიების პერიოდის და ადგილმდებარეობის შეტყობინება მუნიციპალიტეტისათვის, პოლიციისათვის, სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და სასწრაფო დახმარების სამსახურისათვის;

8. იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ არასრულწლოვნებზე მზრუნველობის პასუხისმგებლობას უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს „პირველადი (ექიმამდელი) სამედიცინო დახმარების კურსი“;

9.არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა – ღონისძიების ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მშობლის/მშობლების (მეურვეების, არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლების) თანხმობა ან/და ხელშეკრულება (სასურველია ნოტარიულად დამოწმებული ფორმით), სადაც განისაზღვრება მხარეთა უფლებამოსილება;

10. ღონისძიების ხელმძღვანელის/ორგანიზატორის მიერ დაქირავებულ პერსონალთან (ლიდერ/ინსტრუქტორებთან), გადამზიდავთან, არასრულწოლვანთა განთავსებისა და კვების ობიექტთან ურთიერთობები და მხარეთა პასუხისმგებლობა დარეგულირებული უნდა იყოს ხელშეკრულებით.

11. აღნიშნულ რეკომენდაციებს ექვემდებარება არა მხოლოდ სკოლის მიერ ორგანიზებული სასწავლო ექსკურსიები, არამედ მშობელთა მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა ნებისმიერი ჯგუფური ტრანსპორტირება;

წყარო: edu.aris.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.