ქუთაისში გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში კონფერენცია
ჩატარდა, რომლის მთავარი გზავნილი: ,,გაუფრთხილდი სიცოცხლეს" ,,ხმა
აიმაღლე" იყო.
"ეს კამპანია სამი თვის წინ დაიწყო, ორგანიზაცია საგზაო უსაფრთხოება
საქართველოში და მათთან თანამშრომლობით ჩვენ, ქუთაისის მაშტაბით
შევკრიბეთ ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც ამ მიმართულებით იყვნენ
დაინტერესებული, მათ გაიარეს ტრენინგი, ამის შემდეგ დაიწყეს ე.წ.
ქალაქის მასშტაბით შავი წერტილების ძიება და მოამზადეს საინფორმაციო
მასალა, დღევანდელი კამპანიის მთავარი თემა სწორედ ახალგაზრდების
მოკვლეული მასალის წარდგენაა", – განმარტა განათლების
განვითარების და დასაქმების გამგეობის თავჯდომარემ ლია კილაძემ.
თამბაქოს მოწევა მანქანის მართვის დროს, ძველი და უსუფთაო ავტობუსები,
შშმ პირებისთვის არაადაპტირებული ტრანსპორტი - ეს ის პრობლემებია,
რომლებზეც მოსწავვლეებმა თავიანთ პრეზენტაციებში გაამახვილეს
ყურადღება. პრობლემის გადაჭრის საშუალებად კი, სატენდერო პირობების
გამკაცრება და ტრანსპორტის მერიის დაქვემდებარებაში გადასვლა
მიაჩნიათ. მათი თქმით, ამ გზით საზოგადოება კერძო კომპანიების
თვითნებობისგან დაიცავს თავს.
ავტორები: თიკო ჩაკვეტაძე ლილე ბერაძე
მასალის გამოყენების პირობები