ქუთაისში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 16 ვეტერანი ცხოვრობს.
ყველა მათგანი
მამაკაცია. ისინი ყოველწიურად 9 მაისის მემორიალთან იკრიბებიან და
ფაშიზმზე გამარჯვებას ზეიმობენ.
ომის ვეტერანები წელსაც ტრადიციულად შეიკრიბნენ და ომის წლები
გაიხსენეს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა. 1945 წლის
8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. 9 მაისს კი
გერმანია-საბჭოთა კავშირს შორის ომი დასრულდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ე.წ სამამულო ომში ქუთაისიდან
5000-მდე ადამიანი წავიდა.
საქართველოს მასშტაბით კი 700 000. მათგან ნახევარი უკან არ
დაბრუნებულა.
მასალის გამოყენების პირობები