პარლამენტი 12 მაისს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ ოფიციალურად გამოაცხადებს. დეპუტატები რიგგარეშე სესიაზე დღეს შეიკრიბებიან.
12 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია პირველწოდებულის დღეს აღნიშნავს და ის უქმეა.
ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის დაწესების ინიციატორი საპატრიარქოა.
დღესვე, დეპუტატები სახელწმიფო ინსპექტორის შესახებ კანონში
შესატან ცვლილებებსაც განიხილავენ.
ცვლილების მიხედვით, ინსპექტორის აპარატი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს ჩაანაცვლებს.
მასალის გამოყენების პირობები