ზესტაფონში მოსახლეობა წყალმომარაგების და კანალიზაციის პრობლემას
აპროტესტებს.
საყავრიას უბნის მცხოვრებლების თქმით, უბანში წყალმომარაგების ქსელის
მოწყობა დაახლოებით ორი წლის წინ დასრულდა და ამ დრომდე წყალი არ
მიეწოდებათ.
მათივე თქმით, კანალიზაციის ქსელი მოუწესრუგებელია და ფეკალური
მასები რკინიგზის ლიანდაგებზე ჩაედინება.
"წყლის ქსელი შემოიყვანეს, მრიცხველები დააყენეს და წყალი არ
მოგვეწოდება. ისევ ჭებით ვსარგებლობთ. კანალიზაციის პრობლემაა მთელ
ქალაქში, ბუნძური წყალი ღია არხით ჩაედინევა სადგურზე და რაც ა
ეპიდემიის წყაროა", – - განმარტავენ ადგილობრივები.
მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო გაერთიანებული ოპოზიციის მერობის
კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე. მისი თქმით, წყალმომარაგებაზე 3 700 000
ლარი დაიხარჯა და ორი წელია მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება.
მერიაში აცხადებენ, რომ ქსელი ნამდვილად მოეწყო, ახლა სატესტო
რეჟიმშია და მოსახლოებას წყალი მალე მიეწოდება.
მასალის გამოყენების პირობები