შემთხვევა დღეს, დღის საათებში ქალაქის ცენტრალურ უბანში მოხდა.
ზესტაფონში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს, დღის საათებში ქალაქის ცენტრალურ უბანში მოხდა.
შუახნის ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცი მეუღლის ნათესავმა, ვალის მოთხოვნის გამო დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტს შს სამინისტროშიც ადასტურებენ. სამინისტროს პრეს-სამსახურის განმარტებით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ იქავე დააკავა.
როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები