ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი დამტკიცდა.
„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“ განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც დაამთავრეს არაქართულენოვანი (აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, რუსული, აფხაზურენოვანი) სკოლა;
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამამ უნდა უზრუნველყოს ქართული ენის იმგვარი ცოდნა, რომ აბიტურიენტმა შეძლოს წარმატებული კომუნიკაცია ქართულ ენაზე; სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა აუდიტორიისათვის, სხვადასხვა ტიპის (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი) ტექსტების ადეკვატურად გაგება და შექმნა (ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და მის ნაწილებს შორის კავშირის გააზრება);
წინამდებარე დარგობრივი მახასიათებლის მიზანია, ენათა ზოგადევროპულ
ჩარჩოზე – (CEF) დაყრდნობით, განსაზღვროს ის მინიმალური ენობრივი
კომპეტენცია, რომელსაც სავალდებულოდ უნდა ფლობდეს საგანმანათლებლო
პროგრამის დასრულების შემდგომ პირი, რათა მოიპოვოს უმაღლესი
საგანამანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ ქართულენოვან საბაკალავრო
პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება.
edu.aris.ge
მასალის გამოყენების პირობები