ტყიბულში წუხელ ღამით მერიის კომუნალური სამსახური გაქურდეს.
ტყიბულის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით,გაქურდულია მერიის
კომუნალური სამსახურის საქმიანი ეზო, საიდანაც საწყობიდან წაღებულია
სხვადასხვა ნივთები.
"ჯერ-ჯერობით არ არის დათვლლილი ზარალი, ამჟამად მიმდინარეობს
საგამოძიებო მოქმედებები და მალე დეტალური ინფორმაცია იქნება
ცნობილი," - განმარტავს ტყიბულის მერიის პრესცენტრის ხელმძღვანელი
ელისო ჭანტურიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ტყიბულში არაერთხელ
გაქურდეს მერიის კუთვნილი ავტომობილები, რომლებიც შენობის უკანაა
განთავსებული.
შსს - ს ცნობით ფაქტზე გამოძოიება სსკ 177–ე მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები