წყალტუბოს რაიონის სოფელ ჯიმასტაროში დაკარგულ 68 წლის მამაკაცს ათი
დღეა ეძებენ.
ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცი საღამოს 16:00 საათზე სათევზაოდ
წავიდა. ის მდინარე რიონში თვითნაკეთი ნავით შევიდა.
ათი დღეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 კაციანი ჯგუფი
სადღეღამისო მეთვალყურეობის რეჟიმში ახორციელებს სანაპიროს
მონიტორინგს დრონით და მოტორიანი ნავით. სამაშველო ოპერაციაში
ჩართულია, ასევე, აჭარისა და თბილისის მყვინთავების ჯგუფი. ჯერჯერობით
ნანახია ნავი და დაკარგული მამაკაცის ტანსაცმელი. ნათესავები ეჭვობენ,
რომ უბედური შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება 115-ე
მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები