მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი შენგელიამ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ბიზნესფორუმზე, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ისტორიული უბნის რეაბილიტაცია, რომლის სავარაუდო
ღირებულება 25 მილიონი ლარია, 2020 წელს დაიწყება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, ასევე, ისაუბრა
დავით კაკაბაძის გალერეის რეაბილიტაციაზე. მისი თქმით, გალერეაში
არსებული ვითარება არ შეესაბამება იქ დაცული ექსპონატებისთვის საჭირო
სტანდარტებს.
მისივე თქმით, კაკაბაძის გალერეის რეაბილიტაციაც 2020 წელს უნდა
დაიწყოს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 5 მილიონი ლარია.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი
საერთაშორისო ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ფორუმს უცხოელი ინვესტორები
და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ესწრებიან.
ფორუმზე მოწყობილია პავილიონები, სადაც ადგილობრივი მეწარმეები მათ
მიერ წარმოებულ პროდუქციას წარმოადგენენ.
ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავს ქალაქში ინვესტიციების მოზიდვას და
ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.
ფორუმი ორდღიანია და ის ხვალ დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები