ქუთაისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო ერთ-ერთ ატრაქციონზე ე.წ
ეშმაკის ბორბალზე 15-ზე მეტი ადამიანი დარჩა და ჩამოსვლას ვერ
ახერხებდა.
მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები. რამდენიმე ადამიანი დარჩა
საბაგიროს კაბინაშიც. ატრაქციონზე და საბაგიროზე დარჩენილები
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყვანეს. არც ერთი მათგანი
არ დაშავებულა.
საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია საქართველოს რამდენიმე რეგიონში
ერთდროულად, ავარიულად გაითიშა. ენერგომომარაგება ერთ საათზე ნაკლებ
დროში აღდგა.
მასალის გამოყენების პირობები