ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ელექტროენერგიის მიწოდება
აღდგა.
დენის მიწოდება 18:00 საათისთვის ქუთაისის გარდა თბილისში, გორში,
ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდში შეწყდა.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, მიმდინარე წლის
2 მაისს, 18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი
ხაზი იმერეთი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის
მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის, ავარია სრულად ლიკვიდირებულია და
მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ელექტროენერგია
შეუფერხებლად მიეწოდება.
მასალის გამოყენების პირობები