ახალი ამბები
კაფე „სავანეს“ მეპატრონეები გვირილობის დღესასწაულზე „ბამბუკების აქციას“ აანონსებენ
FaceBook

კაფე „სავანეს“ მეპატრონეები, რომლებიც აცხადებენ, რომ მერია ობიექტს ართმევს, ორ მაისს, გვირილობის დღესასწაულზე „ბამბუკების აქციას“  აანონსებენ.


 


ქალაქის ცენტრალურ ბაღში არსებული  კაფის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს,   „სავანეს“ მფლობელები ბამბუკებით სიმბოლურად გააპროტესტებენ, რადგან ქუთაისის მერია აცხადებს, რომ მეპატრონეებმა წლების წინ მხოლოდ ბამბუკის ნაგებობა შეისყიდეს, რაც მათ იმ მიწის  ფლობის უფლებას არ აძლევს, რაზეც ახლა კაფე დგას.


„სავანეს“ მეპატრონეები პროტესტის ნიშნად, ორმაისობის დღესასწაულზე,  ქუთაისის მერიასთან ბამბუკებს მიიტანენ.


„სავანეს“ დირექტორი, ნიკოლოზ ტურაბელიძე ამბობს, რომ 90-იან წლებში მართლაც შეიძინეს ბამბუკის კონსტრუქცია, თუმცა, მაშინ კანონი მიწის და მასზე არსებული ნაგებობის განცალკავების შესახებ არ არსებობდა და ისინი წლებია ამ ტერიტორია ფლობენ.  2012 წელს კი მერიამ ბულვარის აზომვითი ნახაზი გააკეთა, სადაც მათი კაფე საერთოდ არ არის რეგისტრირებული. ახლა კი იჯარის გადახდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას გეგმავს.


ნიკოლოზ ტურაბელიძე  მიიჩნევს, რომ მერია დანაშაულებრივი გზით ცდილობს მათი ქონების წართმევას.


პროტესტის ნიშნად „სავანე“ მეორე დღეა დაკეტილია, ფასადზე კი ქალაქის მერის, მისი მოადგილის, ქონების მართვის უფროსისა და იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის ფოტოებია გაკრული წარწერით: გვართმევენ!


ნიკოლოზ ტურაბელიძე ამბობს, რომ კაფის დაკეტვა მათ ფინანსურ ზარალს აყენებს, თუმცა, ამ ფორმით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას  ცდილობენ.


ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთი მათ ბალანსზეა. გარდა ამისა, ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ზონაშია და მისი პრივატიზების უფლება თვითმმართველობას არ აქვს. შესაბამისად, „სავანეს“ მეპატრონეები  მას ვერ იყიდიდნენ.


მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი მერიას მხოლოდ იჯარის ფორმით შეიძლებოდა გაეცა.


თვითმმართველობა „სავანეს“ მფლობელებს იჯარის გადახდას ახლაც სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებს, რომ მიწას აუქციონზე გაიტანს.


იჯარის გადახდის დაკისრებას უსამართლობად მიიჩნევენ კაფის მეპატრონეები და მერიის შეთავაზებაზე  უარს აცხადებენ.


მერისა და „სავანეს“ მფლობელებს შორის დავამ უკვე გადაინაცვლა  სასამართლოში, თუმცა, ვიდრე სამართლებრივი პროცესი დასრულდება, „სავანეს“ მფლობელები  პროტეტის შეწყვეტას არ აპირებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.