აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში სასაფლაოების
მიმართულებით საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის ინფორმაციით, სპეციალურად
გამოყოფილი მიკროავტობუსები 28 აპრილს ქალაქის ცენტრალური მოედნიდან
სასაფლოების მიმართულებით, დილის რვა საათიდან იმოძრავებენ. ირაკლი
ცხვედიანის თქმით, ტრანსპორტი მოსახლეობას უფასო შუადღის სამ-ოთხ
საათამდე მოემსახურება.
ქუთაისში 13 საქალაქო სასაფლაოა.
მასალის გამოყენების პირობები