ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
გიგა შუშანიამ სხდომაზე განაცხადა, რომ გეგმა, რომლისთვისაც მერია ორ მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს, ეკონიკურ გათვლებზე არ არის დამყარებული და რეალურად არის ფარატინა ფურცელი, რადგან მასში არაფერია ნათქვამი ქუთაისის ფუნქციაზე, ქალაქიდან ადამიანების გადინების შეჩერებასა და ინვესტიციების მოზიდვის გზებზე.
ქუთაისის ეკონომიკური განვითარების ორწლიანი გეგმა მერიამ საკრებულოს
სხდომაზე დღეს წარმოადგინა. მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის,
გიორგი გიორგობიანის თქმით, გეგმაში გაწერილი ღონისძიებები
განავითარებს ბიზნესს და გაზრდის ეკონომიკას.
გეგმის მიხედვით, შეიქმნება ქალაქის საინვესტიციო პორტფელი, მოეწყობა
ბიზნესფორუმები და ეკონომიკური გამოფენა-ბაზრობები, რამაც უნდა
გაზარდოს ქალაქის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის
ცნობადობა.
მასალის გამოყენების პირობები