რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერიამ 3 422 000 ლარი
მიიღო.
თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. დაგეგმილია რამდენიმე
ქუჩაზე ჩიხებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა. მერიის საფინანსო
სამსახურის უფროსის, დავით ნიშნიანიძის თქმით, მიმდინარე წელს რგფ-დან
ქუთაისმა 9 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. მერია ფონდში დამატებით 2 500
000 ლარის პროექტების წარდგენას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები