მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.
რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია როგორც გარე ფასადის, ასევე
საგამოფენო სივრცეების განახლება.
სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდება.
იმის გათვალისწინებით, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლია, სატენდერო დოკუმენტაციაში მთავარი პირობაა
რესტავრაციისას შენარჩუნდეს მისი ისტორიული იერსახე.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 180 000 ლარია.
დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიატაცია,
მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი შენგელიამ
გასული წლის ნოემბერში, ქუთაისში ვიზიტის დროს დააანონსა.
გალერეასთან ერთად დაანონსებულია რიონისპირა სახლების რეაბილიტაციაც,
რომლის პროექტირებაზე ელექტრონული შესყიდვა 2018 წლის ნოემბრის ბოლოს
უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, მუნიციპალური განვითარების ფონდს
პროექტზე ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია.
მასალის გამოყენების პირობები