ქუთაისში წყალმომარაგება მოსახლეობის ნაწილს ერთი დღით
შეეზღუდება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით,
წყალი ადგილობრივებს 21 აპრილს 16:00 საათიდან 23 აპრილის 07:00
საათამდე არ მიეწოდება.
"ბუკიას ქუჩაზე ცენტრალური მაგისტრალია დაზიანებული, რის გამოც
მოსახლეობას წყლის მიწოდება შეეზღუდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები
უკვე დაწყებულია და წყალი 22 აპრილიდან ეტაპობრივად აღდგება, ხოლო 23
აპრილიდან მთლიანად აღდგება", - განმარტავენ წყალმომარაგების
კომპანიაში.
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ ქუთაისში წყლის მიწდოდება 23
აპრილს 08:00 საათიდან განახლდება.
მასალის გამოყენების პირობები