"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი
დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალმა იმერეთის 12-ივე ოლქში
უკვე გაააქტიურა საქმიანობა.
საიას მონიტორები საარჩევნო პროცესებს კენჭისყრის დღის ჩათვლით
დააკვირდებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისში, ენჯეო სექტორთან და
მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, იმ შესაძლო
დარღვევებზე ისაუბრეს, რაც, როგორც წესი წინასაარჩევნო პროცესს თან
ახლავს და რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს.
როგორც შეხვედრაძე აღნიშნეს, საარჩევნო კამპანიის დროს, განსაკუთრებით
ხშირია პროცესში საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების ჩართვა
სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვა,
თანამდებობის პირების მიერ ისეთი დაპირებების გაცემა, რაც იმ
კონკრეტული მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში გაწერილი არ
არის.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ადმინისტრაციული რესურსის
გამოყენების რისკებს ხედავენ სარეზერვო ფონდის განკარგვის ნაწილში,
ასევე, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული თანხების
განაწილების დროს.
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ფაქტებზე მონიტორინგის შედეგებს
"საია" ანგარიშის სახით გამოაქვეყნებს.
2019 წლის რიგგარეშე და შუალედური არჩვნები
19 მაისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები