ორმოული შეკეთებისთვის მერიამ 120`468 ლარი გამოჰყო.
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა აგრძელებს გზების ორმოულ შეკეთებას. ამ მიზნით, მერიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის წინადადების მიღება 12 აგვიტოს დაიწყება და 17 აგვისტომდე გაგრძელდება. ქუთაისში ქუჩების სავალი ნაწილის და ტროტუარების ა/ბეტონით ორმოული შეკეთებისთვის მერიამ 120`468 ლარი გამოჰყო. სწორედ ამ თანხაზე არის გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის მითითებული თუ რომელ ქუჩაზე უნდა განხორციელდეს გზების ორმოული შეკეთება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას მსგავსი სამუშაოების შესრულების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ამასთანავე, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოები ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეასრულოს.
ქუთაისის მერიამ გზების ე.წ. ორმოული შეკეთებისთვის
501 987 ლარის ღირებულების ტენდერი
მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები