ანდერძით მიღებულ 10 000 ევროს მეროიანების ოჯახი მკურნალობაზე დახარჯავს
14:52 / 11.04.2019
გერმანელი ქველმოქმედის, როლფ ბარბიანის მიერ ნაანდერძევ თანხის ძირითად
ნაწილს, მეროიანების ოჯახი ბავშვების მკურნალობისთვის გამოიყენებს.
ოჯახის დიასახლისის, სვეტა მიროიანის თქმით, მის ორ გოგოს თირკმელის
დაავადება აწუხებს და უსახსრობის გამო, მკურნალობას ვერ
ახერხებდნენ.
"სიტყვებით ვერ გადმოვცემ ეს რამხელა სიხარულია. თირკმელის გაორება
აქვს ჩემს ერთ გოგოს და მეორესაც პრობლემები აქვს თირკმელზე. დამყავდა
სამკურნალოდ თბილისში, მაგრამ უსახსრობის გამო სათანადო მკურნალობის
კურსის ჩატარებას ვერ ვახერხებდით", - ამბობს სვეტა მიროიანი.
მეროიანების სოციალურად დაუცველი ხუთსულიანი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს.
2007 წლიდან როლფ ბარბიანმა მათი მეურვეობა იტვირთა. წელიწადში ერთხელ
ოჯახის მოსანახულებლად ქუთაისში ჩამოდიოდა, სხვა დროს კი
სურსათ-სანოვაგით ამარაგებდა. გერმანელი ქველმოქმედის მიერ 2017 წელს
დატოვებული ანდერძი მიროიანების ოჯახს ქართულ-გერმანულ ცენტრში,
მიმდინარე წლის, ცხრა აპრილს გააცნეს.
გარდაცვლილის მეგობარის, გერჰარდ მიულერის თქმით, როლფ ბარბიანი
დარწმუნებული იყო, რომ ოჯახს ეს თანხა სჭირდებოდა. თანხა მეროიანების
უფროსი შვილის, ქრისტინეს ანგარიშზე ჩაირიცხება და ოჯახს მისი
განკარგვა საკუთარი შეხედულებისამებრ შეეძლება.
გერჰარდ მიულერი გერმანიაში არსებული ჰუმანიტარული საინიციატივო
ჯგუფის წევრი იყო. ორგანიზაცია გერმანიაში შემოწირულობებს სხვადასხვა
ქვეყნის სოციალურად გაჭირვებული ადამიანებისთვის აგროვებს.
გერმანელები 2006 წლიდან ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 20
ოჯახს უწევენ მეურვეობას.
მიროიანების ოჯახისთვის ანდერძით დატოვებული 10 000 ევროს სრულიად
მოულოდნელი საჩუქარი იყო. ჯერ უცნობია, გააგრძელებს თუ არა
ორგანიზაციის რომელიმე სხვა წევრი მათ მეურვეობას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები