ქუთაისში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის მიტოვებულ
ვაგონში, წინასწარი ინფრომაციით ადამიანის ჩონჩხი იპოვეს.
ადგილზე მყოფი სამართალდამცავების თქმით, ტერიტორიაზე მოქალაქის
შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე
მუხლით, რაც განზარხ მკვლელობას გულისხმობს.
ეკუთვნის თუ არა ნაპოვნი ჩონჩხი ადამიანს, დაზუსტებული
ინფორმაცია ჩონჩხზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება
ცნობილი.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
მასალის გამოყენების პირობები