2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ქუთაისმა
განვითარებისთვის ახალი დაპირება მიიღო.
პრემიერ-მინისტრმა ქალაქში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა
დაანონსა, რომელმაც წელიწადში 40 000 ავტომობილი უნდა აწარმოოს.
ანალოგიურად, ქალაქისთვის პერსპექტივა უნდა გაეჩინა იმ სახელმწიფო
უწყებებს, რომლებიც წლების წინ თბილისიდან ქუთაისში გადმოიტანეს. ბოლო
9 წელიწადში ქუთაისში 5 უწყება გადმოვიდა. თუმცა, სემეკი, საგზაო
დეპარტამენტი, კონტროლის პალატა, მთავრობის სახლი და პარლამენტი
ერთმანეთის მიყოლებით, უკან, დედაქალაქში დააბრუნეს.
წლების შემდეგ სახელმწიფო უწყებების სათაო ოფისებისგან ქუთაისში
მხოლოდ ფილიალები შემორჩა. უფუნქციო და მიტოვებულია მთავრობის სახლი,
პარლამენტი კი 2019 წლიდან თბილისში დაბრუნდა.
***
პირველად ქუთაისში, 2008 წელს, დედაქალაქიდან ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია გადმოვიდა. კომისიას აქ სრული
დატვირთვით უნდა ემუშავა, თუმცა, სემეკმა ქუთაისში მხოლოდ ხუთი წელი
იფუნქციონირა. 2013 წელს კვლავ თბილისში დააბრუნეს. შენობაში ახლა
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ფილიალი მუშაობს.
რეგიონალური ფილიალია საგზაო დეპარტამენტიც, რომელიც 2010 წელს
ქუთაისის ცენტრში სათაო ოფისის სტატუსით გაიხსნა. შენობაში ცენტრალური
აპარატი უნდა გადმოსულიყო. წარმომადგენლობა ადფილზე ამ დრომდე არის,
თუმცა, ცენტრალური მნიშვნელობის საკითხების ნაცვლად, აქ
ზედამხედველობას მხოლოდ რეგიონულ პროექტებს უწევენ.
ერთ-ერთ დეპარტამენტად დარჩა 2010 წელს, ქუთაისში სათაო ოფისის
სტატუსით გადმოსული აუდიტის სამსახურიც. 2012 წლამდე მას კონტროლის
პალატა ერქვა. აქ სამუშაო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა,
ცენტრალური ოფისი არა ქუთაისში, არამედ, დედაქალაქშია. ადგილზე კი
20-მდე ადამიანია დასაქმებული.
დანარჩენი უწყებების მსგავასად, არ გაუმართლა მთავრობის სახლსაც. უფრო
მეტიც, შუშის შენობას, რომელიც ბიუჯეტს 80 მილიონი ლარი დაუჯდა, არც
კი უფუნციონირია. 2013 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მთავრობამ
შენობა არაკომფორტულად გამოაცხადა და დაკეტა. 7 წელია პარლამენტის
მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მთავრობის სახლი მოუვლელობისგან
ნადგურდება.
ბოლოს, ქუთაისს პარლამენტი წაართვეს.
ქუთაისელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, 2019 წლიდან საკანონდმებლო
ორგანო დედაქალაქში დაბრუნდა.
მართალია, პარლმანეტმა ქუთაისში ყველაზე დიდხანას იმუშავა, თუმცა, არა
სრული დატვირთვით. საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ პლენარული სხდომები
იმართებოდა. საკომიტეტო მოსმენები კი თბილისში ტარდებოდა.
360 მილიონი ლარის ღირებულების შენობაში, რომელიც ახლა
უფუნქციოდ დარჩა, ხელისუფლებამ, 112-ის მომსახურების
ცენტრის განთავსება გადაწყვიტა.
წართმეული უწყებებისა და შესაბამისად, განვითარების დაკარგული შანსის
სანაცვლოდ, ხელისუფლებამ ქუთაისს, ელექტრომობილების ქარხნამდე, 60 000
სტუდენტზე გათვლილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაჰპირდა, რომლის
მშენებლობის ვადები წლიდან წლამდე იზრდება, პროექტის მასშტაბები კი
მცირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები