ქუთაისის მერს ქალაქის არქიტექტურული დაგეგმარების სფეროში
კონსულტაციებს სპეციალურად შექმნილი საბჭო გაუწევს.
არქიტეტორთა საბჭოს შექმის შესახებ ცნობილი მერსა და არქიტექტორებს
შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა.
მერის ახალი სათათბირო ორგანო არქიტექტორებით იქნება დაკომპლექტებული
და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქალაქის ურბანულ მოწყობაში.
შეხვედრაზე მერიაში ახლადშექმნილი ააიპ "არქიტექტურის
სააგენტოს" ხელმძღვანელმა რუსუდან ჩინჩალაძემ არქიტექტორებსა და
დეველოპერებს ახალი სერვისები გააცნო.
ქუთაისის მერიაში არქიტექტურის ააიპი 2019 წელს, რეორგანიზაციის
ფარგლებში შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელად იურისტი, მერიის
საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე, რუსუდან ჩინჩალაძე
დაინიშნა.
არქიტექტურის ააიპის შექმნის მიუხედავად, ქალაქს ამ დრომდე არ ჰყავს
მთავარი არქიტექტორი.
მასალის გამოყენების პირობები