გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 აპრილიდან
10 აპრილის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში, მათ შორის იმერეთის
რეგიონში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
ჰაერის ტემპერატურა 25-დან 30
0-მდე დათბება.
"10 აპრილის დღის მოერე ნახევრიდან 12 აპრილის ჩათვლით უმეტეს რაიონში
ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, ცვალებადი მიმართულების ქარით, ჰაერის
ტემპერატურა 3-5
0-ით დაიკლებს. სანაპირო რაიონებში 15-დან
22
0-მდე იქნება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს
მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო
გვაზავა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აპრილიდან კვლავ
გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები