სამტრედიის სოფელ საჯავახოში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი
რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული ზ.ღ. დააკავეს.
დაკავებულის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა "სუბოქსინის" 15 აბი
და რამდენიმე ნატეხი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის"
შემცველი სითხე ამოიღეს.
პოლიციელებმა ზ.ღ. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დააკავეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის
ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის
"ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები