ქუთაისის მერიის და გუბერნიის პირველმა პირებმა სტიქიით
დაზარალებულ ოჯახებში, სახლის გადასახური მასალა მიიტანეს და
ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
ძლიერი ქარისგან, ქალაქის მასშტაბით თხუთმეტი ოჯახი დაზარალდა.
ზარალის ოდენობას ამ დრომდე სწავლობენ მერიის საბინაო სამსახურის
წარმომადგენლები. დაზარალებული ოჯახებისთვის, გადასახური მასალის
თანხა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ
გამოყო.
"უკვე დავასრულეთ გადასახური მასალების გადაცემა იმ ოჯახებისთვის,
რომლებიც ძლიერი ქარის შედეგად დაზარალდნენ და სახლის სახურავის
გარეშე დარჩნენ, ან სახურავი დაუზიანდათ. ამაში რეგიონული
განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვეხმარება. ჩვენს
სამსახურებთან ერთად ამ დრომდე ვმუშაობთ, რათა დროულად მოხდეს ყველა
ოჯახის პრობლემის გადაჭრა", - ამბობს ქუთაისის მერმა გიორგი
ჭიღვარიამ.
მასალის გამოყენების პირობები