ისინი ჩვენი საქართველოს თანამედროვე გმირები არიან .
"ეროვნული ფორუმის" ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
"ეს იყო ომი, რომელმაც შეიწირა უამრავი ჩვენი თანამემამულის სიცოხლე - 228 სამოქალაქო პირის და იმ გმირების სიცოცხლე რომელთა პატივსაგებათაც დღეს მთელი საქართველო გაერთიანდა 170 სამხედრო მომსამსახურე და 14 პოლიციის თანმშრომელი.
ისინი ჩვენი საქართველოს თანამედროვე გმირები არიან !!! ამ ადამიანებმა თავი გაწირეს სამშობლოს ერთიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის, მათ ბრწყინვალე მაგალითი აჩვენეს თუ როგორ შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში .ჩვენი ვალია მუდამ გვახსოვდეს ჩვენი თანამედროვე გმირები !
ჩვენ გვახსოვს 8 აგვისტო ! ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები !" - განცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა
პარტიის ახალგაზრდულის ფრთის წევრების თქმით, გარდაცვლილი სამხედროები გმირები არიან, რომლებაც საქართველოს მთლიანობას თავი შეწირეს.
მასალის გამოყენების პირობები