გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში კვირის
განმავლობაში წვიმები შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, პირველი აპრილის დღის მეორე
ნახევრიდან 4 აპრილის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში და მათ
შორის, იმერეთის რეგიონში მოსალოდნელია შავი ზღვის ჩრდილო
დასავლეთიდან ცივი ნოტიო მასების გავრცელება.
"ამიტომ, ჰაერის ტეპერატურა დაიკლებს და განსაკუთრებით 2-3 აპრილს
მოსალოდნელია დაბლობ რაიონებში 1-6
0, მთებში 2-7 და
მაღალმთიან რაიონებში -1, +4
0 სითბო", - ამბობს გარემოს
ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის
ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
მათივე ცნობით, მთიან რაიონებში ზოგან ღამის საათებში მოთოვს. ხუთი
აპრილიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები