საქართველოში საკრედიტო-საგარანტიო
მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა.
საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა
კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის
არაუმეტეს 70%-ის ოდენობით და თითოეული კომერციული ბანკისთვის
პროგრამის ფარგლებში არსებული სასესხო პორტფელის არაუმეტეს 15%-ის
ოდენობაზე.
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის თანახმად, მსესხებელი იქნება მცირე
და საშუალო ბიზნესი, საქმიანობის სახეებით: წარმოება და გადამუშავება,
საგანმანათლებლო დაწესებულებები, ტრენინგ ცენტრები, სერვისების
ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, სასტუმროების სექტორი
და სხვა.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსების
მოცულობა 2019 − 2023 წლებში ყოველწლიურად 20 მილიონ ლარს
შეადგენს.
პროგრამის განმახორციელებელია სააგენტო "აწარმოე საქართველოში".
მასალის გამოყენების პირობები