ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობს და დირექტორს სულხან
გოგოლაშვილს ~წლის საუკეთესო მამაკაცის~ მეორეხარისხოვანი როლის
საუკეთესო შესრულებისთვის (სპექტაკლში "იქ სადაც ჩემი სახლია") პრიზი
გადაეცა.
ჯილდო საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ
ორგანიზებულ კონკურსში, "2019 წლის საუკეთესო თეატრალური
ნამუშევარი", გაიცა, სადაც საუკეთესო ნამუშევრები
გამოავლინეს..
ასევე დაჯილდოვდნენ თიკი მოსულიშვილი -წლის საუკეთესო ახალგაზრდა
მსახიობი ქალი როლის საუკთტესო განსახიერებისთვის მესხიშვილის თეატრის
სპექტაკლში "ბიოგრაფია:თამაში".
თეატრის ამაგდარის წოდება მიენიჭა ლილი ლაღაძეს, რომელიც ე.წ.
ჩამცმელს გახლავთ და ათწლეულებია მესხიშვილის თეატრის
თანამშრომელია.
წლის ყველაზე ორიგინალური სპექტაკლისთვის პრიზი გადაეცა ჭიათურის
აკაკი წერეთლის სახლეობის თეატრის სპექტაკლს "ნოსტრადამუსი" (რეჟისორი
მამუკა ცერცვაძე).
მასალის გამოყენების პირობები