მეხუთე დღეა რაც სოციალური მუშაკები გაიფიცნენ.
აქციის მონაწილეები დღეს ცენტრალურ მოედანზე თეატრის წინ
შეიკრიბნენ,მათი თქმით მოთხოვნების რამდენიმე პუნქტი
დააკმაყოფილეს,თუმცა ჯერ კიდევ აგრძელებენ პროტესტს და ელოდებიან თუ
რა გადაწყდება დღეს პარლამენტში.
"ვითხოვთ უფლებების დაცვას ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დასაცავად.
ვითხოვთ, მყისიერ რეაგირებას უკვე არა ჯანდაცვის სამინისტროსგან,
რადგან მათგან ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, არამედ მთავრობისგან", -
ამბობს იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკი,
მზევინარ ღაჭავა.
სოციალურ მუშაკებს სოლიდარობა გამოუცხადა ქუთაისიში მოქმედმა
არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოში
ყოველ 100 000 მოსახლეზე 7 სოციალური მუშაკი მოდის. სხვადასხვა
ქვეყნის პრაქტიკაა სოციალური მუშაკის დატვირთვა თვეში 11-დან 15
საქმით. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში თითო სოციალურ მუშაკზე
თვეში, საშუალოდ, 120-მდე საქმე მოდის.
გაფიცვას წინ უძღოდა თითქმის თვენახევრიანი მედიაციის პროცესი,
რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
ქუთაისის გარდა სოციალური მუშაკები თბილისსა და საქართველოს სხვა
ქალაქებში გაიფიცნენ.
მასალის გამოყენების პირობები