ხმაურით მიმდინარეობდა ქუთაისის საკრებულოს სხდომა, სადაც დეპუტატები
ქუთაისის მერიაში ახლადშექმნილ არქიტექტურის ა(ა) იპისისათვის
დაფინანსების საკითხს განიხილავდნენ.
საჯრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ქალაქის მერი, გიორგი ჭიღვარია და
საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის
წევრი, გიგა შუშანია დაუპისპირდნენ.
საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის გიგა
შუშანიას თქმით, ახალი ა(ა)პის შექმნით მერია დამატებით ხარჯს იღებდა,
ხოლო ხარჯების დაფარვას მოქალაქეთა ჯიბეებიდან ჯარიმის სახით
ამოღებული თანხებით ცდილობდა.
ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომაზე მყოფმა ქუთაისის მერმა უპასუხა და
განუცხადა, რომ არ იყო "ნაციონალური მოძრაობის" დრო, როდესაც
მოქალაქეებს ჯიბეში უძვრებოდნენ და ფულს ისე უღებდნენ.
"თქვენ მიჩვეული ხართ ბატონო გიგა, სხვისი ჯიბეებიდან ფულების ქექვას.
ატერორებდით ხალხს, წესით მაქ არ უნდა იჯდეთ"-განაცხადა ქალაქის
მერმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ასევე ისაუბრა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის
მშენებლობაზე და განაცხადა რომ მსენებლობა მუხრანის ტყეში არ
მიმდინარებს.
ქალაქის მერმა საკრებულოს დეპუტატებს ფოტოები წარმოუდგინა, რომელზეც
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშნებლობის პროცესია ასახული. გიორგი
ჭიღვარიას განცხადებით ეს ადასტურებს რომ მშენებლობა აქტიურ
ფაზაშია.
"კარგად ხედავს მოსახლეობა რომ ბევრი რამე კეთდება, უნდა იცოდეთ წესით
რომ მშენებლობა ნულიდან იწყება. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ და ვნახოთ რომ
აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა"- მიმართა გიორგი ჭიღვარიამ
საკრებულოს სხდომაზე გიგა შუშანიას.
მასალის გამოყენების პირობები