ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა მდინარე რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად
გამოიყვანეს.
როგორც მაშველები ამბობენ, არასრულწლოვანი მდინარეში წყლის მოულოდნელი
მოვარდნის გამო ჩარჩა.
ბავშვი რამდენიმე საათი ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულს შემორჩა და
ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ქუთაისის 1 სახანძრო-სამაშველო
ჯგუფი.
მასალის გამოყენების პირობები