აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა
თამთა ლიპარტელიანის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღებას
იწყებს.
სტიპენდიის მოსაპოვებლად პირველ ეტაპზე აუცილებელია წარმოადგინოთ
სივი, სამოტივაციო წერილი. განაცხადების მიღება 25 მარტამდე
იწარმოებს. დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიბრძანდეთ #1130
აუდიტორიაში.
თამთა ლიპარტელიანი 2011 წელს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე
განხორციელებულ ტერორისტულ აქტს ემსხვერპლა. ტერორისტმა ანდერს
ბრეივიკმა 2011 წელის 22 ივლისს, ნორვეგიაში ორი ტერაქტი
განახორციელა, რამაც 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქუთაისელი თამთა
ლიპარტელიანი მათ შორის იყო.
მასალის გამოყენების პირობები