ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში შსს-ს აკადემიისა
და საპატრულო პოლიციის ცენტრის განთავსების პროექტზე მუშაობა
მიმდინარეობს.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს
"ჯერჯერობით პროექტირება მიმდინარეობს. დამატებითი ინფრომაცია
მოგვიანებით გახდება ცნობილი", - ამბობს ნინო ცხადაძე.
2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის
საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა, თუმცა, სამოქალაქო მოძრაობა
"დატოვე პარლამენტი ქუთაისში" ბრძოლას არ წყვეტს და პარლამენტის
ქუთაისში დასაბრუნებლად იბრძვის.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში
ვიზიტისას
განაცხადა,
რომ მისი ხედვით, პარლამენტის შენობა საკონფერენციო დარბაზად უნდა
გადაკეთდეს. მანამდე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილმემ, ნათია
მეზვრიშვილმა
განაცხადა, რომ პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს
საპოლიციო ჰაბი განთავსდება.
ამავე თემაზე:
"ჩემი ხედვაა, პარლამენტის შენობა საკონფერენციო დარბაზად
გადაკეთდეს," - ზურაბიშვილი
„პარლამენტის
შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი განთავსდება“ – ნათია
მეზვრიშვილი
როგორ გამოიყურება პარლამენტის დაცლილი შენობა
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები