ახალი ამბები
ხიდი, რომელსაც "გახსნა" არ ეღირსა
FaceBook
სამი თვეა ქუთაისში თეთრი ხიდი ნაწილობრივ გადაკეტილია. ხიდზე მინა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაზიანდა, თუმცა, მერიას პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომები ამ დრომდე არ მიუღია.

უცნობია, რას გეგემავს ქალაქის ხელისუფლება, მინის შეცვლას თუ სხვა ღონისძიებას.

მერიამ ხიდის დაზიანებული ნაწილის შემოსაზღვრის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა, ხიდზე გამაფრთხილებელი სტიკერები წარწერით "ფრთხილად, სახიფათოა!" გააკრეს. მერიამ ამის შემდეგ ხიდი ნაწილობრივ გადაკეტა, ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, გია გოქაძე კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 500 ლარით დააჯარიმა. მას შემდეგ, რაც სასამართლომ მომხდარში გოქაძის ბრალეულობა არ დაადასტურა, მერიამ ჯარიმა მის არასამთავრობო ორგანიზაციას გამოუწერა.

თეთრ ხიდზე მინა გასული წლის ბოლოს დაზიანდა. მომხდარზე გამოძიება იმ დღესვე დაიწყო, თუმცა, საზოგადოებამ პასუხი კითხვაზე, თუ რა გახდა მინის გაბზარვის მიზეზი, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მიიღო. მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ზვიად ჯავახიამ თქვა, რომ მინაზე ბავშვები "დახტუნაობდნენ", რის გამოც, ის დაიბზარა.

ამის შემდეგ, მერიამ სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ალმა რუსი" დააჯარიმა და ხელშეკრულება გაუწყვიტა, ხიდზე კი ხარვეზების გამოსასწორებლად ტენდერის გამოცხადება დააანონსა. ამ დრომე არც ტენდერი გამოცხადებულა და საზოგადოებამ არც ის იცის, კიდევ რამდენი ხნით იქნება ჯებირებით შემოსაზღვრული ახლადრეაბილიტირებული თეთრი ხიდის ნაწილი. 

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ხიდთან დაკავშირებით  განცხადებას უახლოეს დღეებში გაავრცელებენ.

რაც შეეხება ხიდზე განსათავსებლად ადგილზე მიტანილ იმიტირებულ თეთრ ქვებს, რომელიც მერიასა და კომპანიას შორის გაუგებრობის მიზეზი გახდა, ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ქვები მერიის საწყობში ინახება, ის კომპანიას ეკუთვნის და შეუძლია წაიღოს.


ამავე თემაზე:

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი

განახლებული თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)

თეთრ ხიდზე თეთრი ქვები მიიტანეს

თეთრი ხიდიდან ქვები აიღეს

სად წაიღეს თეთრ ხიდზე მიტანილი 13 ქვა


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #თეთრი ხიდი
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.